სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება – ეკატერინე ტიკარაძე

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს.

„ამ ეტაპისთვის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. სავარაუდოდ, სწავლა განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად, საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სისტემით განვახორციელოთ სწავლა საქართველოში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Related posts