სამეგრელოში, მამიდაშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა სამეგრელოში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც საკუთარ მამიდაშვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.

შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა, დაზარალებულმა ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

Related posts