ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა

ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 739 589 ლარია.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

პოექტის მიხედვით, მოეწყობა წყალსადენის ახალი სისტემა და თითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ტინისხიდელებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ.

სოფელში მცხოვრებ 600 – მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია. მათ შორის 170 – მდე ოჯახი 10 წელია საუბნო ონკანებით სარგებლობს, რომლების საშუალებითაც წყალს დღეგამოშვებით, მხოლოდ ერთი საათით იღებენ. გარდა ამისა, დღემდე ადგილობრივების ერთი ნაწილი ჭებით სარგებლობს, მეორე ნაწილი კი სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან და გორიდან ეზიდება.

Related posts