რა შეზღუდვებით დაიწყება სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სწავლის დაწყების პარალელურად განხორციელდება.

 

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

 

„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში. იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკილი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება.

 

მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

⭕️ სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში 15 სექტემბერს დაიწყება

Posted by ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" / TV- Radio Broadcasting Company Trialeti on ოთხშაბათი, 05 აგვისტო, 2020

Related posts