ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, როდის მიიღებენ 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან დახმარებას

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, 17 წლამდე ბავშვები ფულადი სახის დახმარებას 1-დან 15 სექტემრამდე მიიღებენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Related posts