გორში, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს

7 აგვისტოს, 20:00 საათისთვის, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში, ტრადიციულად მოეწყობა სანთლების აქცია (კომბინატის ხიდთან). სკვერში შეიკრიბებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ აგვისტოს მძიმე დღეებს.

8 აგვისტოს დილით, 11:00 საათიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები გვირგვინებით შეამკობენ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალს (კომბინატის ხიდთან), „სიცოცხლის ხეს“ (სუხიშვილის #20-ის მიმდებარედ), საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს (დიდების მუზეუმის მიმდებარედ), „გმირების“ მემორიალს (გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ), ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალს (ობელისკი გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ).

Related posts