ავტომობილი სკვერში შევარდა. დაშავებულია ახალგაზრდა გოგო

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ფანასკერტელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობოლი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, ის მართვით სუნთქვაზეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

წყარო: imedinews.ge

Related posts