გორის მერმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდა.

დღეს პატივი მივაგეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინდისში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაღუპული გმირების ახლობლებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 12 წლის წინ განვითარებული მოვლენები. შინდისში დაღუპული სამხედროების ისტორია გმირობის რეალური ამბავია, ამბავი თუ როგორ შეეწირნენ ჩვენი ბიჭები ჩასაფრებულ მტერს, როგორ იბრძოლეს ტყვია-წამლის გამოლევამდე და დაიცვეს საკუთარი საკუთარი სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად. შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. ბრძოლისას 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. ზუსტად 12 წლის წინ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული“, – განაცხადა გორის მერმა.

Related posts