ჯანდაცვის მინისტრი: ინფიცირებულთა მატებას ველით და ეს ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისთვის დამალული არ ყოფილა

ინფიცირებულთა სტატისტიკის მატებას ველით, ასევე ველოდებით დღიურ ჭრილში ინფიცირებულების ზრდას შემოდგომაზეც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ინფიცირებულთა ზრდის მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია დამალული არ ყოფილა, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი მეორე ტალღის და სტატისტიკის გაზრდის არსებობს, ჩვენ ყოველ დღე მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლოებას დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძება, რომელიც მათთვის უკვე ცნობილია, რადგან ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრების შესწავლა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

Related posts