როდემდე იწვიმებს საქართველოში – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, შავი ზღვის ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

„შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა გავრცელება გასულ ღამეს დაიწყო, დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმა. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩეუნდება, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით და პერიოდულად გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, დღეიდან აგრილდება და ტემპერატურა 23-28 ‎გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 26-31‎ გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს და 28-30‎ გრადუსი იყოს“, – აცხადებს ნიორაძე.

Related posts