მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას – ლავროვი

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.

„რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ,“- აღნიშნა ლავროვმა.

თრიალეთი TV