დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
საპროტესტო მსვლელობის დროს, 21 ნოემბერს დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამუნა გიორგაძეს 3 500-ლარიანი, მურმან შელიას 2 000-ლარიანი, ხოლო ირაკლი ფიფიას 2 000-ლარიანი ადმინისტრრაციული ჯარიმა შეეფარდა.