დიმიტრი ხუნდაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ბავშვთა სიღარიბე შევამციროთ

ჩვენ ვხედავთ რომ ბავშვთა სიღარიბე არის პრობლემა და ეს პრობლემა რომ არ გამწვავებულიყო, ეს დახმარება ამიტომ შემოვიტანეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შეფასებისათვის, არამედ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ რომ ბავშვთა სიღარიბე არის პრობლემა და ეს პრობლემა რომ არ გამწვავებულიყო, ეს დახმარება ამიტომ შემოვიტანეთ. ასევე არის პროგნოზი, რომ ჩვენ არა თუ შევძლებთ შეჩერებას სიღარიბის არამედ შესაძლოა ამ ტიპის დახმარებით შევამციროთ ბავშვთა სიღარიბე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ფულადი დახმარება სიღარიბის დაძლევას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.

 

თრიალეთი TV