სადეზინფექციო სამუშაოები გორში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, სპეციალური ხსნარებით მუშავდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, ტრენაჟორები, სკამები, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მოსაცდელები. სადეზინფექციო სამუშაოებს გორის მერი და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრო. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდათ გორში მიკროავტობუსებსაც, სადეზინფექციო სამუშაოების განახლებას მერიაში კოვიდინვიცირებულთა რაოდენობის ზრდით ხსნიან. ცნობისთვის მუნიციპალიტეტში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. მათი უმრავლესობა ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება.

Related posts