ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამოდენიმე დღეა მავთულხალრთებს ავლებენ. მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს და საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას ერიდება დილიდან ოკუპანტებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთშიც. ატოცში საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სათვალთვალო კოშკი, ოკუპანტების გააქტიურებას ადასტურებენ ატოცის მცხოვრებლებიც. მათი თქმით, თუ აქამდე ო​კუპანტები ტექნიკით მხოლოდ პატრულირების მიზნით გადაადგილდებოდნენ, ბოლო დღეები ისინი სამშენებლო მასალით გამოჩდნენ.

Related posts