სანებლიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მცხოვრები სანებლიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს, ჯულიეტა სანებლიძე ამბობს, რომ მის შვილს მუდმივი მედიკამენტიური მკურნალობა სჭირდება, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ, დასახმარებლად ოჯახმა ჯერ ქარელის მერიას შემდეგ კი გორის მერიას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ​​​ჯულიეტა სანებლიძე ამბობს, რომ მათ პრობლემას სოციალური შემწეობის შეჩერება ემატება. სანებლიძეების პრობლემის გასარკვევად სოციალურ სამსახურს მივმართეთ, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეხება გორის მერიას, ამბობენ, რომ ლელა და ჯულიეტა სანებლიძეს მათთვის არ მოუმართავთ, მომართვის შემთხვევაში კი მოხდება განცხადების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში.

Related posts