როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში?!

მიმდინარე წელს, ყველა საჯარო და კერძო სკოლამ შეძლო შრომის ინსპექციის მონიტორინგის გავლა, თუმცა ამის მიუხედავად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილება ჩვენს მუნიცპალიტეტსაც შეეხო და გორის 12 საჯარო და 6 კერძო სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყო. გამონაკლისს წარმოადგენს ასევე სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლაც, სადაც ეპიდემიულოგიური მდგომარეობის გამო სწავლა დისტანციურად განახლდა.

Related posts