გორის მუნიცპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა

გორის მუნიიცპალიტეტში ახალი კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დასტურდება- ამის შესახებ შიდა ქართლის სახლემწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა ჟურნაისტებს განუცხადა. მისი თქმით, აქედან 2-ის ინფიცირების წყარო სოფელ ქიწნისის მეურნეობის კლასტერს უკავშირდება, 1 კი სოფელ ტირძნისში მცხოვრები პირია. სიმონ გულედანის განმარტებით, სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კოვიდკლინიკებში განაგრძობენ მკურნალობას, ასევე მოკვლეულია მათ შემხებლობაში მყოფი პირები და ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. გორის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი კიდევ 15 სინჯის პასუხს ელოდებიან. მანამდე კი მუნიციპალიტეტში ინფიცირებულების შესაძლო კონტაქტები დასადგენად ეპიდკვლევა და საპოლოციო კონტროლი გრძელდება.

Related posts