ლარის კურსი ერთ დღეში 2 პუნქტით დაეცა

გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, მხოლოდ ერთ დღეში ლარის კურსი 2 პუნქტით დაეცა. მაჩვენებელი ბევრად საგანგაშოა ბოლო ერთი კვირის მონაცემების მიხედვით. ეროვნული ბანკის ოფიციალური ციფრებით, გასული კვირის განმავლობაში ლარი სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში 7 თეთრით გაუფასურდა. გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. სპეცილისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაშიც, ქართულ ოცნებაში კი ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას გლობალურ კრიზის უკავშირებნ.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. ივანე მაჭავარიანი ვერც ფასების ზრდის საშიშროებას ხედავს და ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ წლის ბოლოს ინფლაციის კუთხით “დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით”. ბოლო დღეებში კი ეროვნული ვალუტა ეცემა და 1 აშშ დოლარი ამ დროისათვის 3 ლარი და 15 თეთრი ღირს. სებ-ის პრეზიდენტმა კი დღეს განაცხადა, რომ აუქციონზე სავალუტო რეზერვებს გამოიტანენ და 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდიან. ეროვნული ბანკი ახალ გაცვლით კურსს დღეს საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.

Related posts