ყრუ- უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურის მოსამზადებელი ტრენინგები გორში

,,ყრუ უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში,, ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გორში, სპეცმასწავლებლებს ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურის მოსამზადებელი ტრენინგები ჩაუტარდათ. ყრუ-უსინათლო პირთან ერთდ გადადგილების ტექნიკა და ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ხერხი, ეს ის ძირითადი საკითხებია რომლის ირგვლივან სპეცმასწავლებლებს ორი დღის განმავლობაში ტრენინგები ჩაუტარდათ, სადაც მათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარებიც შეიძინეს, დაიდგა სიმულაციებიც. ტრენინგების შემდეგ, მონაწილეები ყრუ უსინათლო პირბეთან 30 საათიან პრაქტიკას გაივლიან, თეორიულ-პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ თარჯიმან მეგზურის კვალიფიკაციას და ამის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

Related posts