სწავლა უნდა გადაიდოს!.. – WHO საქართველოში სასწავლო პროცესზე

WHO-ს წარმომადგენელი, ვასილი ესენამანოვი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დიდ ქალაქებში სწავლის პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.

„WHO-ს რეკომენდაციის მიხედვით, იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის გადაცემის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სწავლა უნდა გადაიდოს. სწორედ ეს მოხდა საქართველოს შემთხევაშიც. სწავლა დროებით გადაიდო ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გადაცემის მაღალი საშიშროება იყო“,-  განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს“ვასილი ესენამანოვმა.

წყარო: ptn.ge

Related posts