გორში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი გრძელდება. მას შემდეგ, რაც მთავრობამ არასტანარტული ვაშლის სუბსიდიის პროგრამა დაიწყო, რომლის მიხედვით, გლეხი ერთი კილო ვაშლის გაყიდვით, დაახლოებით, 22 თეთრს მიიღებს, საიდანაც 10 თეთრი მთავრობის სუბსიდია იქნება, ფერმერები არასტანდარტულ ვაშლს აქტიურად აბარებენ და პროცესს დადებითად აფასებენ, თუმცა ფერმერები სირთულეს ხედავენ ძვილი ჯიშის ვაშის რეალიზაციაში . ასევე მათთვის პრობლემაა სტანდარტული ვაშლის რეალურ ფასად გაყიდვა და მთავრობისაგან ამ კუთხით ითხოვენ მხარდაჭერას. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, გორში 10 სექტემბრიდან საკოორდინაციო შტაბი უკვე მოქმედებს. არსებული ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს.

Related posts