საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა

2020 წლის 8 თვის მონაცემებით იანვარი- აგვისტოს თვემდე პერიოდში, ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა. ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოსგან გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1146 შემთხვევიდან, 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას, ადრეულ ქორწინებასა და არასრულწლოვნის ორსულობას 87, ფიზიკური ძალადობა 256 შემთხვევაში დაფიქსირდა. სააგენტოს ცნობით, 2019 წელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის მიზეზით ალტერნატიულ სერვისებში განთავსდა 133 ბავშვი, 2020 წელს კი 69 ბავშვი, აქედან: 28 – მინდობით აღზრდაში, 22 – მცირე საოჯახო ტიპის სახლში; 12 – ძალადობის თავშესაფარში, 2 – მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი, 5 – დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.

Related posts