საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს - ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა.
„საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს. ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის - ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსულ სატელიტად გადაქცევას - ისე, როგორც ბელარუსია“, - წერს რიჰარდს კოლსი X-ზე.