დაპირისპირება ახალუბანში

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ,,ევროპული საქართველოს” წევრი ეთერ ჯალაღანია ამბობს, რომ კარდაკარის დროს, მანდილოსნებს ხელით შეეხნენ. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამართალდამცველებს მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ,,ქართულ ოცნებაში,, გაკეთებულ განცხადებaს მოგვიანებით, ევროპულ საქართველოში გამოეხმაურნენ. ახალ უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს.

Related posts