ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

საქარველოსში ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონიმიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის სტრატეგია ვურსსთან ადაპტაცია და მისი მართვაა., რაც წერტილოვან შეზღუდვებსა და ბალანსის სწორად დაჭერას გულისხმობს. გახარიამ ყურადღება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ ზრდის მართვის რესურსი გააჩნია. თუმცა ეს რესურრსი, მისივე თქმით, ისევე როგორც არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ამოუწურავი არ არის.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად ყველაფერი კეთდება, თუმცა ამის მიუხედავად, შემთხვევების მატება იქნება. თუმცა მისი ტქმით, წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ . პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებაში პანიკის დათესვას უწყობს ხელს. მისივე განცხადებით, პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს. . გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ყურაღება არცევნებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება. აქვე, პრემიერ მინისტრი მოქალაქეებსა და პოლიტკოსებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

თრიალეთი TV