შიდა ქართლში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 759 ხალი შემთხვევიდან 35 შიდა ქართლში დაფიქსირდა- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება აჭარას, იქ 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -356 , სამეგრელო ზემო-სვანეთი – 69 , ქვემო ქართლში -36 , შიდა ქართლში – 35, კახეთში – 24, გურიაში – 17, მცხეთა მთიანეთი – 12 , სამცხე-ჯავახეთი – 30, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7 ახალი შემთხვევაა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

Related posts