რეგიონებში საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია

დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და შესაბამისად, საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ კუთხით 442 საწოლი მობილიზდება.

„დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და შესაბამისად, საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია. დღეს, ვამტკიცებთ ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან… ეს იქნება: საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახალციხესა და ლანჩხუთში. კლინიკები მიიღებენ ცხელების პაციენტებს და მათ საჭირო მომსახურეობას გაუწევენ,“- განაცხადა ეკატრეინე ტიკარაძემ.

Related posts