გორის მერიაში კოვიდ-19 -ის ახალი შემთხვევა დადასტურდა

გორის მერიის კიდევ 1 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა,  საერთო ჯამში კორონავირუსით მერიის 3 თანამშროელია ინფიცირებული. გუშინ გაგზავნილი 15 თანამშრომლის ტესტის პასუხიდან ერთის პასუხი დადებითია მერიაში ინფიცირების შემთხვევების გამო მთლიანად საფინანსო სამსახური თვითიზოლაციაში გადავიდა, გორის მერის კოტე თავზარაშვილის განმარტებით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Related posts