ინფიცირების გამო საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების ჩანაცვლება მოხდა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, გორის ოლქში შემავალ სხვადასვა უბანზე, კომისიების შემადგენლობა შეიცვალა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის განცხადებით სამ საარჩევნო უბანზე მოხდა თავმჯდომარების და კომისის წევრების ჩანცვლება, მათ ნაწილის კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. კომისიის წევრების ჩანაცვლება მოხდა კასპის სარჩევნო უბნებზეც. მირუაშვილის განცხადებით გორის საოლქო კომისიაში 2 სპეცუბანია, რაც ნიშნავს იმას, რომ ინიცირებულებს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ.

Related posts