პოლიტიკა

გია ვოლსკი - ემიგრაციაში ჩვენი მხარდამჭერების ტერორი მიმდინარეობს, წინა არჩევნებზე, აშშ-ში დაიწყეს იმ ადამიანების სიის შედგენა, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერდა, რათა დეპორტაცია მოეხდინათ
4 წუთის წინ

გია ვოლსკი - ემიგრაციაში ჩვენი მხარდამჭერების ტერორი მიმდინარეობს, წინა არჩევნებზე, აშშ-ში დაიწყეს იმ ადამიანების სიის შედგენა, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერდა, რათა დეპორტაცია მოეხდინათ

„ცალკეული ევროპული ქვეყნების და ზოგადად, ევრობიუროკრატიის ეს განწყობები, უსამართლო დამოკიდებულება განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები მუდმივად იტვირთებიან ინფორმაციით. საინფორმაციო ველი დაზიანებულია, როდესაც საარჩევნო საკითხებს იხილავენ. აბსოლუტურად ფანტასმაგორიული ანალიზები კეთდება და შეკვეთილი სტატიები იწერება. მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნების“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მხარდამჭერთა სერიოზული ტერორი მიმდინარეობს. ისეთი, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს. არა მარტო იმ პროპაგანდით, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებშია, არამედ ქართველების მიერ. „ნაცმოძრაობის“ზონდერ ჯგუფების მიერ, რომლებიც პირდაპირ ემუქრებიან თუ ვინმე მათ აზრს არ იზიარებს. ემიგრაციაში ხდება ეს ყველაფერი. წინა არჩევნებზე აშშ-ში დაიწყეს სიების შედგენა მათი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერს, რათა დეპორტაცია მოეხდინათ აშშ-დან ამ ხალხის. კონკრეტული სიები შეადგინა კონკრეტულმა ადამიანებმა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ქართველები ჩადიოდნენ.

მეორე უფრო მნიშვნელოვანი, რის გამოც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. ადამიანები, ვისაც არ უნდა უჭერდნენ მხარს, ჩამოვიდნენ რამდენიმე კვირით, 4 წელიწადში ერთხელ და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რა სურათსაც დაინახავენ...

ის, რომ ქართველ ამომრჩევლებზე საკმაოდ აგრესიული პროპაგანდა მიმდინარეობს არჩევნებზე, ეს არის ფაქტი.

ერთადერთი ამის სამკურნალო გზა არის ის, რომ ქართველები ჩამოვიდნენ თავიანთი პასპორტებით და ხმა მისცენ იმ შეხედულებით და განწყობით, რაც თვითონ შეექმნებათ. გარდა ამისა, ეს სამ წელიწადში უნდა მოხდეს. 3 წლის შემდეგ, აქ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება ეკონომიკისა და დასაქმების თვალსაზრისით, რომელიც იქნება არათუ წინაპირობა არჩევნებზე ჩამოსვლის, არამედ აქ ჩამოსვლის, ყოფნის და სამუშაო ადგილების დაკავების“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე: აქვს თუ არა მას აღნიშნულის მტკიცებულება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „არა, სამწუხაროდ, არ მაქვს“.

„მტკიცებულება მაქვს კომპეტენტური, სამართლიანი, ინტელექტუალური ადამიანების. ეს ჩემი ინფორმაციაა და პარადად ვიღებ. დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე, არამედ სხვებიც. „ფეისბუქს“ გადახედეთ არჩევნების წინ და გაცილებით მეტ მტკიცებულებას მიიღებთ ამასთან დაკავშირებით. კონკრეტული ადამიანების გვარებიც იცით და სახელებიც, რომლებიც ამ ტერორიზმს და ზონდერობას აორგანიზებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, „აღნიშნული ცვლილებების ფონზე, ხომ არ ემზადება ივანიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის“, რაზეც ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“.

„საერთოდ დაანებეთ მაგ გამოთქმას თავი - „ივანიშვილი ემზადება“. ეს არის გუნდი და გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი. არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, არჩევნები იქნება 3 წელიწადში. ამ 3 წლის განმავლობაში საზოგადოება, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეული გადაწყვეტილებებისთვის უნდა იყოს მზად. არც ერთი, არც მეორე მხარდაჭერები არ უნდა იყვნენ გავლენის ქვეშ კონკრეტული პოლიტიკური კონიექტურით ან კონკრეტული ხედვებით, დაპროგრამებული ჯგუფების მხრიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები