თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა გაფართოვდეს

„ისეთ შეზღუდვებზე, რომლებიც გაზაფხულზე გვქონდა, საუბარი არ არის, რადგან ეს იქნება სერიოზული ეკონომიკური ტვირთის და დარტყმის მატარებელი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„მეორე მხრივ, ჯანმრთელობა უპირველესია და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, წერტილოვან რეჟიმში კიდევ უფრო გამკაცრდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა უფრო მეტად არის რეკომენდებული, სადაც ამის შესაძლებლობაა.

„ასევე ვსაუბროთ დროის მოდიფიცირებაზე, თუ რაიმე შეზღუდვაა დაწესებული, შეიძლება ვისაუბროთ გაფართოებაზე იმ თვალსაზრისით, რომ გახანგრძლივდეს შეზღუდვის პერიოდი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Related posts