დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება – ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხმა დააფიქსირა

„ქართული ოცნების“ თვმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა. მან საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირდა.

„მე მინდა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ამ რთულ პერიოდში.

ყველა ქვეყანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში იყო ჩატარებული. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში. ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ემოციურად და გადაჭარბებულად პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს.​ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Related posts