მთავრობა შეზღუდვების პარალელურად დახმარების პაკეტზე მუშაობს

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ.

ერთი მხრივ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით.

პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია.

ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Related posts