აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. მადონა ტაკიძე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

„56 წლის არის გარდაცვლილი. ის 17 ოქტომრიდან მკურნალობდა. მდგომარეობა მალევე დამძიმდა და გადაყვანილი იყო რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. არ ჰქონია თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ, ის დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადეს კლინიკაში.

Related posts