ახალგაზრდები რომლებიც ქარელში გარდაცვლილები იპოვეს სავარაუდოდ რუსთაველები არიან

ახალგაზრდები რომლებიც ქარელში გარდაცვლილები იპოვეს სავარაუდოდ რუსთაველები არიან და ქარელში ქირით ცხოვრობდნენ. ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა ის ამ დროისთვის ქარელის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგირც ქარელის საავადმყოფოში ,, თრიალეთს” განუცხადეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა ხოლო მესამე მათგანი მძიმე მდგომარეობაში. ადგილობრივები მომხდარს გაზის გაჟონვას უკავშირებენ. ცხედრები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში და გარდაცვალების მიზეზსაც სავარაუდოდ ექსპერტიზა დაადგენს.

ქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

Related posts