ქარელში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდები რომლებიც ქარელში გარდაცვლილები იპოვეს რუსთაველები არიან და ქარელში ქირით ცხოვრობდნენ. ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა ის ქარელის საავადმყოფოდან დედაქალაქში გადაიყვანეს. როგორც ქარელის საავადმყოფოში ,, თრიალეთს” განუცხადეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა ხოლო მესამე მათგანი მძიმე მდგომარეობაში. ადგილობრივები მომხდარს გაზის გაჟონვას უკავშირებენ. ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

Related posts