ცნობილია, ვინ არიან მცხეთასთან მანქანით მტკვარში გადავარდნილი ახალგაზრდა ქალები

დღეს მცხეთასთან ავარიას 3 ქალის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ერთ-ერთი, ბელა გეგუჩაძე ექთანია. ის ბოლოს ციციშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ახლობელმა უთხრა, მანქანას თავად ბელა მართავდა. მას სამი შვილი დარჩა.

„არმაზიდან თბილისში მოდიოდნენ, ჩავარდნენ ორმოში და იქიდან ამოსასვლელად გაზს მოუმატა. ვერ დაიმორჩილა საჭე და გადაცვივდნენ მტკვარში“

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილ მარიამ როსტიაშვილს ორი შვილი, ხოლო მაკა შუბითიძეს სამი შვილი დარჩა.

თრიალეთი TV