პოლიტიკა

კობახიძე დამარცხდა კვერცხის ფასთან და ახლა უკვე ილაშქრებს ხორცის ფასთან - ის, რომ ხალხს შია და დიახაც, ხალხისთვის პრობლემაა ხორცის შეძენა, ამას უკვე იუმორისტულად იყენებს, თურმე, 10 ლარად ვიყიდით ხორცს - მას სურს, რომ დანაშაული ჩამოირეცხოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა.
3 წუთის წინ

მისი თქმით, კობახიძე ცდილობს, როგორმე მდგომარეობიდან გამოვიდეს, რადგან ხედავს, რომ „ეს ყველაფერი არის ფარსი და მის მიერ შექმნილი კომისიები რეალურად, ვერ უზრუნველყოფა ფასების შემცირებას".

„ნათელია, რომ ბატონი კობახიძის მიდგომები, იუმორისტული სკეტჩები, რომელსაც ის დგამს, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ის დამარცხდა კვერცხის ფასთან და ახლა უკვე ილაშქრებს ხორცის ფასთან. სურს, რომ ეს ყველაფერი ჩამოირეცხოს იმიტომ რომ ის მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ფასები შემცირდებოდა, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ ფასების შემცირება ვერც ერთ პროდუქტზე. ამ ფასების შემცირების დაანონსების შემდეგ, ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა 30%-ით, პურ-პროდუქტებზე 9%-ით, ხორცეულზე 7%-ით, ასევე გაზრდილია ფასი კვერცხზე და რძის ნაწარმზე. შესაბამისად, ეს პროცესი ემსახურება იმას, რომ მან როგორღაც ჩამოირეცხოს დანაშაული. მან კიდევ ერთხელ მოატყუა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა. ეს ფასების კომისიები არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალურად მიმდინარეობს და ცდილობენ იუმორისტული სკეტჩებით შეცვალონ. ეს არის პირველ რიგში, ძალიან მძიმე მოსასმენი. ვის ხელში ვართ დღესდღეობით?! ქვეყანაზე პასუხისმგებელი ადამიანი, მაღალი თანამდებობის პირი, სრულიად არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ხალხი. ის, რომ ხალხს შია და დიახაც, ხალხისთვის პრობლემაა ხორცის შეძენა, ამას უკვე იყენებს ასე იუმორისტულად, თურმე, 10 ლარად ვიყიდით ხორცს. გვანახოს სად ყიდულობს 10 ლარად ხორცს იმ მოპარული ფულით," - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში, პროდუქტებზე ფასები, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არ შეცვლილა. "წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? საქონლის და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ - ვებ-გვერდზე დევს ფასები, ვაკვირდები ხოლმე და იგივე ფასებია, რაც ერთი თვის წინ იყო," - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები