შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დიმიტრი პესკოვი – უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების თემა ამჟამად აქტუალური არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ 2022 წელს დიდმა ბრიტანეთმა კიევზე ზეწოლა მოახდინა და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების შანსები დაიკარგა.

„ამის შემდეგ, მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობდა და კიდევ უფრო ნაკლები წინაპირობა იყო მას შემდეგ, რაც უკრაინამ ფაქტობრივად იურიდიულად აკრძალა რუსულ მხარესთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება“, – აღნიშნა პესკოვმა.