პოლიტიკა

დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

მისი თქმით, 4 საათი ხელბორკილები ზურგს უკან ჰქონდა და ხელებიდან სისხლი მოსდიოდა.

"4 საათი მქონდა ხელბორკილები ზურგს უკან, საპატიმროშიც ნახეს ხელები რა დღეში მქონდა. ქალბატონი პროკურორი დარწმუნებული ვარ, კუდით ქვას ასროლინებს იმ პოლიციელს. სისხლი მომდიოდა ბორკილებიდან. ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა",- განაცხადა ელისაშვილმა.

დაკავებისას მომხდარ ფაქტს განმარტება გააკეთა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა. მისი თქმით, „აღნიშნულს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ".

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები