იტალიაში კორონავირუსით ორი ქართველი გარდაიცვალა

იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ორი ქარ­თვე­ლი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­მის სამ­რევლო ავ­რცე­ლებს:

„ჩემო ძვირფასებო,სამწუხაროდ ამ კვირაში ჩვენი ორი თანამემამულე გარდაიცვალა კორონავირუსით, ქალბატონები ნინო და ლილი. ვილოცოთ მათი სულებისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასო ძმანო და დანო, მშობლებო, შვილებო და სამრევლოს წევრებო, უმორჩილესად გთხოვთ, გემუდარებით ნუ მოადუნებთ ყურადღებას და მკაცრად დავიცვათ ის ყველა რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვევალება.

გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავაძლიეროთ ერთმანეთი გვერდში დგომით, ლოცვითა და ნუგეშით. მესმის რომ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი და რთულად ასატანი, მაგრამ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ჩვენს მომავალს! უფალი მოწყალეა, გაივლის ეს საშინელი განსაცდელი და სიხარული მოვა ჩვენთან!ნუ მივატოვებთ ერთმანეთს როცა ერთმანეთს ვჭირდებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც არ მიგვატოვა და გვერდში დაგვიდგა.ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა უცხოეთში მყოფი საქართველოს შვილები,ემიგრანტები და უცხოთში მყოფი ქართველი პატიმრები. გაგახაროთ და გაგაძლიეროთ მამაზეციერმა.მიყვარხართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: