როდისთვის იგეგმება მოლების გახსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა?!

იმის მიუხედავად, რომ სპციალისტები, პანდემიის მე-3 ტალღას, თებერვლის შუა რიცხვებიდან პროგნოზირებენ, შეზუდვების მოხსნისა თუ შემსუბუქების შესახებ მსჯელობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება, დეტალები კი ბიზნესის წარმომადგგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი საზოგადოებრივ ტრანსპოტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ტრანსპორტის მოძრაობის ან სხვა სფეროების გახსნის შესახებ საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს. წინასწარ ცნობილია, რომ თებერვლიდან მკაცრი წესები სრულად არ გაუქმდება. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მთავრობა ბიზნესსექტორთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს წინ მძიმე 6 თვე აქვს.

თრიალეთი TV