თამარ გაბუნია განმარტავს, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები

თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Related posts