საქსტატის მონაცემებით საარსებო მინიმუმი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 189.5 ლარი იყო, დეკემბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით გაიზარდა და 192.5 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2.6 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.5 ლარს შეადგენს.

>

თრიალეთი TV