გორის სკოლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება

დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონში, სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში აღდგება. განათლების სამინისტროს ამ გადაწყევტილებამ უკმაყოფილო დატოვა გორში პედაგოგები. სკოლა ,,თამარიონში” ამბობენ, რომ რამდენიმეთვიანი გამოცდილების მიუხედავად, ონლაინ მეცადინეობას ხარვეზები კვლავ ახლავს და მოსწავლეები ხარისხიან განათლებას ვერ იღებენ, რადგან მთავარ პრობლემად ისევ ტექნიკური რესურსის არქონა რჩება. დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს კვლავ დისტანციურ ფორმატში განახლდება. საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მინისტრის განცხადებით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

SHOW LESS

თრიალეთი TV