ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. გადაწყვეტილება გამართულ ყრილობაზე პოლიტსაბჭომ მიიღო.

„განახლებულ გუნდს დღეიდან დიდი ხნის თანამებრძოლი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მას ამის ძალა შესწევს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მასშტაბის შემდეგ ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუკი იმ გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, თუკი ვინმეს ხელეწიფება ამ მოვალეობის შესრულება, ეს ირაკლი კობახიძეა. ვულოცავ მას ამ თანამდებობაზე წარდგენას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარეობაზე მას შემდეგ განიხილებოდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგროც მმართველ გუნდში ამბობენ, ირაკლი კობახიძეს აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ პარტიის ღირსეული თავმჯდომარე იყოს.

თრიალეთი TV