დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 39 წლის კაცი ემსხვერპლა

პრაიმტაიმის ინფორმაციით ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ვალერი ბარდაიაა.

 

გარდაცვლილს კარი ჩაკეტილი ჰქონდა და საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ის შეამტვრიეს. ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა.

 

ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცია და ექსპერტ -კრიმინალისტები.

თრიალეთი TV