შეზღუდვები, რომელთა მოხსნას გორში მოქალაქეები ითხოვენ

როდის შემსუბუქდება პანდემიის გავრცელების შემაკავებელი შეზღუდვები და გადაიდება თუ არა ქვეყანაში მოქმედი ,,ლოქდაუნის” მოხსნა- ეს ის კითხვებია, რასაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ხშირად სხვამს და პასუხის მიღება სურს. მოქალაქეების აზრით, ერთი შეხედვით, შეზღუდვებმა თავისი როლი გარკვეულწილად უკვე ითამაშეს და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ახლა საზოგადოება ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს და მიიჩნევენ რომ დროა, საზოგადოებამ კოვიდთან თანაცხოვრება ისწავლოს და ეკონომიკის აღდგენაც ეტაპობრივად დაიწყოს.

თრიალეთი TV