დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თრიალეთი TV